ფონდი აფხაზინტერკორტი (AIC)

ორგანიზაციის შესახებ

  ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC), 19 წელზე მეტია საქმიანობს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, კერძოდ – იმერეთის,  რაჭა, ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში. გააჩნია  საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსი: ქუთაისში,  ქ. ამბროლაურში  და ცაგერში  რესურს ცენტრები.

     ორგანიზაცია კარგად ფლობს ინფორმაციას როგორც ზოგადად  დასავლეთ საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ, ასევე,  იმ პრობლემის შესახებ, რომელიც ეხება DCFTA-ს და მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.  

 ფონდ „აფხაზინტერკონტს“ პრობლემის სიღრმისეულ  წვდომაში  ეხმარება იმ თანამშრომლების მიერ მიღებული განათლება  არსებულ სფეროში,  რომლებიც გადამზადდნენ „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) რეგულაციებში“ (2017–2018 წლებში  ორგანიზაციის ორმა თანამშრომელმა გაიარა ტრენინგ სემინარების ციკლი).  (დონორი PIN).

   ორგანიზაცია კარგად იცნობს რეგიონების გეოგრაფიულ არეალს, მისი განვითარების რესურსებსა და სპეციფიკას, მოსახლეობის  შესაძლებლობებს გამომდინარე თემის  ტრადიციებიდან და დასახლების  ადგილმდებარეობიდან.

 ორგანიზაციის მიერ რეგიონებში განხორციელებულია 30 ზე მეტი მცირე და საშუალო პროექტი –  მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესის  ხელშეწყობაზე.

  2009-2017 წლების პერიოდში, ორგანიზაციის ხელშეწყობით აღნიშნული რეგიონებიდან 16 დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა   საერთაშორისო გამოფენებზე მიკრო, მცირე  მეწარმეების და  ფერმერული მეურნეობის სფეროში, თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში და თბილისში.

ფონდ აფხაზინტერკონტმა 2016–2018 წლებში ხელი შეუწყო მეფუტკრეობის კოოპერატივების და კერძო კომპანიების ორგანიზაციულ და ინსტიტუციურ განვითარებას, გადაამზადა 40 ზე მეტი თავჯდომარე და წევრი(დონორი Evoluxer).

2017 წელს  ორგანიზაციის ბაზაზე,  გადამზადებულ იქნა  რეგიონის 26 მეფუტკრე გრძელვადიანი  მოდულური ტრენინგ პროგრამით (  დონორი SDC, UNDP).

ფონდ აფხაზინტერკონტის ქუთაისის და ამბროლაურის ოფისებში შეიქმნა  საინფორმაციო  DCFTA  რესურს მაგიდები, რომლებსაც გააჩნიათ  ბეჭდური და ელექტრონული ვერსია DCFTA სტანდარტებზე, პროდუქტის, ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზზე, ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტის გასაღების ბაზრებზე,  ინფორმაცია სტანდარტების შესახებ.

გამოცემულოია და გავრცელებულია ბროშურა: „რჩევები მცირე და საშუალო აგროსაწარმოებისათვის – საქართველოს და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ“

 

ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობები:  

  • მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, საგანმანატლებლო ტრენინგები ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებში.
  • სოფლის და ფერნმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ფერმერთა გადამზადება აგრობიზნესის და ს/მ თანამედროვე ტექნოლოგიებში, დარგობრივი ლიტერატურის გამოცემა, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა.
  • დევნილთა (ი.გ.პ. თა ) ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ინტერესების დაცვა, ადვოკატირება, ლობირება.
  • საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა და სხვა მარგინალური ჯგუფების ხელშეწყობა.
  • სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

ორგანიზაციასგააჩნიამუშაობისგამოცდილებაშემდეგსაერთაშორისოდაადგილობრივორგანიზაციებთან: UN WFP, DRC, CARE International, CRS, OSGF, CSRD, US Embassy, Japan Embassy, British Embassy, CNFA, PIN, Chemonics (NEO, ZRDA  Progect),UNDP,  იმერეთის, რაჭა, ლეჩხუმის, ქვემოსვანეთის, სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციებთან და ადგილობრივ თვითმართველობთან.  

ფონდი „აფხაზინტერკონტი“ არის:

  • სამოქალაქოსაზოგადოებისრეგიონალურიქსელიორგანიზაციის (R-CSN) წევრი.
  • დევნილთაპრობლემებზეორიენტირებულიარასამთავრობოორგანიზაციათა „პრო–ინტეგრაცია“ქსელისწევი.

ორგანიზაციას მომზადებული და გამოცემული აქვს 30 ზემეტი ბროშურა და ბუკლეტი: „როგორ დავიწყოთ და გავაძლიეროთ საკუთარი ბიზნესი“, „ფერმერული მეურნეობის მართვის საფუძვლები“, რჩევები მცირე და საშუალო აგროსაწარმოებისათვის –DCFTA ფარგლებში.

 

ორგანიზაციის რესურსები და  ტექნიკური შესაძლებლობები:

ორგანიზაციას გააჩნია საკუთრებაში არსებული და რეგისტრირებული უძრავი და მოძრავი ქონება:

  1. ქუთაისის ოფისი, რესურს – ცენტრი სასწავლო-საკონფერენციო დარბაზით;
  2. ამბროლაურის ფერმერთა მომსახურების რესურს ცენტრი, სასწავლო-საკონფერენციო დარბაზითბიბლიოთეკით;
  3. ცაგერის რესურს ცენტრი;

ორგანიზაციას გამოცემული აქვს 30-ზე მეტი ბროშურა და ბუკლეტი: „როგორ დავიწყოთ და გავაძლიეროთ საკუთარი ბიზნესი“, „ფერმერული მეურნეობის მართვის საფუძვლები“, „რჩევები მცირე და საშუალო აგროსაწარმოებისათვის – საქართველოს და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ“ და სხვა სპეციალური ლიტერატურა.

  ქუთაისის და ამბროლაურის რესურს ცემტრებში, ორგანიზაციას გააჩნია  DCFTA  საინფორმაციო რესურს მაგიდა და ბიბლიოთეკა.

პროექტები

    • „მიკრო, მცირე და საშუალო პროექტების ხელშეწყობასამეგრელოს რეგიონში“ (დონორი Chemonics, project ZRDA) 2018–2019 წელი
    • ,,საქართველოში სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ექსტენციის სისტემების მოდერნიზების მხარდაჭერა რაჭა  ლეჩხუმში“

     (დონორი UNDP). 2017–2019 წელი.

    • “ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების განათლების, განვითარების და დასაქმების ხელშეწყობაიმერეთის რეგიონში” (დონორი  EU ევრო კავშირიკოალიციური პროექტი) 2017–2019 წელი.
    • „იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმიდაქვემოსვანეთშიდაბრუნებული

    მიგრანტებისათვის–ეფექტიანიმხარდაჭერისგარემოსშექმნა“. (დონორი:

    „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ

    პირთა, ჯანდაცვის და შრომის  სამინისტრო“) 2017–2018 წელი.

    • „ქალთა შესაძლებლობების განვითარება იმერეთის რეგიონში“

    (დონორი USAID, G4G) 2018–2019 წელი;

    • „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესაძლებლობათა განვითარება იმერეთსა და რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში“ (დონორი  Evoluxer, 2017–2018 წელი)
    • გრძელვადიანი განსახლება და  ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება

    დევნილთა თემში, ადვოკატირების და ლობირების გზით. (დონორი DRC 2018 წელი)

    • კომპანიების/კოოპერატივების და რეგიონალური საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურების შესაძლებლობათა გაძლიერება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) რეგულაციების და მოთხოვნათა  შესაბამისად. (დონორი „საქართველოსპოლიტიკისინსტიტუტი“GIP, საქართველო 2018 წელი).
    • „სოციალური საწარმოს ახალი განვითარების ახალი შესაძლებლობები“ (დონორი ევროპის ფონდი, 2018 წელი)
    • ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) დანერგვისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ(SME) სახელმწიფო პოლიტიკის გატარების პარალელურად, რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) შესაძლებლობების გაძლიერება (დონორი EU, PIN,  2018–2019 წელი).

სიახლეები

კონტაქტი

ქუთაისი, ნინოშვილის/დავითაშვილის, # 27/2

ტელეფონი: (431) 26 48 61/62

ელ-ფოსტა: info@aic.org.ge